Babajana LOGO

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო

25 მაისს 2020 03:26ნახვები 275წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 34 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
“დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული - 4, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე არის 72%. ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინე ზონიდან, დადასტურებულთან კონტაქტი. ჩვენთან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება. ახალი პაციენტი ჩვენთან არ შემოსულა გუშინ. ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მძიმე პაციენტთან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა მოხდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. “ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, - აღნიშნა ეზუგბაიამ

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office