Babajana LOGO

შვედეთში 5G ქსელი პირველად გააქტიურდა

24 მაისს 2020 14:42ნახვები 907წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ტელესაკომუნიკაციო ჯგუფმა Tele2 შვედეთში პირველი ყველასთვის ხელმისაწვდომი მობილური კავშირის მეხუთე თაობის (5G) ქსელი გაააქტიურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სტოკჰოლმში აბონენტებს 5G-ით სარგებლობა უკვე დღეიდან შეეძლებათ. გიოტებორგსა და მალმეში კი ამის შესაძლებლობა 24 ივნისამდე მიეცემათ. შემდეგ კი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაფართოვდება.
5G-ის ქსელი მონაცემების გადაცემის სისწრაფეს უზრუნველყოფს წამში ერთი გიგაბიტის სიჩქარით, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე თანამედროვე 4G-ის ქსელი.
მედიის ინფორმაციით, კომპანიამ Tele2 დაასწრო ტავის კონკურენტებს - Telia და Ericsson-ს, რომლებიც ამ უახლესი ქსელის გაშვებას ორშაბათისთვის გეგმავდნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office