23/05/202 473 ნახვა წყარო: resonancedaily.comფოტო: resonancedaily.com

კორონასთან „შეგუების“ შვედეთის ექსპერიმენტი ჩავარდა – რას ამბობს ქვეყნოს მთავარი ეპიდემიოლოგი

შვედეთში უკვე ბევრი აღიარებს, რომ მათი მიდგომა კოვიდ-19თან ბრძოლაში და შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იყო, ანუ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის შეძენაზე მუშაობამ არ გაამართლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიც ამბობს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის შეძენის ტემპი ბევრად ჩამორჩება დაგეგმილს მაშინ, როცა სიკვდილიანობა საგანგაშო მასშტაბებს იძენს, თუმც მაინც იმ აზრზეა, რომ მისი მიდგომა საბოლოო ჯამში მაინც წარმატებული აღმოჩნდება.
მაშინ როცა ბევრი სპეციალისტი ქვეყნის შიგნით და გარეთ სასტიკად აკრიტიკებს მთავარ ეპიდემიოლოგ ანდერს ტეგნელს იმ პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებზე უარის თქმას ითვალისწინებდა, მას კვლავ მოქალაქეების ნებაყოფლობითი თვითიზოლაციისა და „კოლექტიური იმუნიტეტის" იმედი აქვს. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7,3 პროცენტს უპოვეს ახალ კორონავირუსზე ანტისხეულები, რაც, ტეგნელის თქმით, იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რასაც მოელოდნენ. კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული საშუალო სიკვდილიანობის მაჩვენებლით, შვედეთი მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს - დანიას, ნორვეგიასა და ფინეთს. 13-დან 19 მაისამდე პერიოდში კი მან ისეთი ქვეყნებიც ჩამოიტოვა, რომლებიც ამ ტრაგიკულ სტატისტიკაში ლიდერობენ. კერძოდ ამ ერთ კვირაში შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 6.25 იყო, დიდ ბრიტანეთში 5.7, ესპანეთში 2.6, იტალიაში 2,9 ხოლო საფრანგეთში 3.4.
ამავე პერიოდში, 13-იდეან 19 მაისამდე, შვედეთი ლიდერობს ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებლითაც.
ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსული ინფექციით 32 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მსხვერპლი კი 3871 ადამიანია.
აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის არჩეულმა მოდელმა, ანუ იძულებით საკარანტინო ზომებზე უარის თქმამ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ პანდემიის პრევენციის მიზნით მკაცრი საკარანტინო ზომები გაატარა, შვედეთმა ამ ყველაფერზე უარი თქვა და ქვეყნის ბედი მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და „კოლექტიურ იმუნიტეტს" მიანდო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY