22/05/201 916 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადამ კინზინგერი - არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო - შეთანხმება შედგა და მნიშვნელოვანია, ის სრულად შესრულდეს

შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეთახმებაში მონაწილე ყველა მხარე დგამს რეალურ ნაბიჯებს პროგრესისკენ.
„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგნოზისკენ მიდიან. ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასაწყვტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო. შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს რეალური პროგრესისკენ ნაბიჯებს, უნდა გავაგრძელოთ წინასვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით შევასრულოთ ეს და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ“, - განაცხადა კონგრესმენმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ხელს უწყობს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.
„შეერთებული შტატები არაფერს არ ითხოვს, უბრალოდ ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ეს შეთანხმება შედგეს, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები ვართ საქართველოსთვის. არასტაბილურობა არავისთვისაა კარგი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავისოდ გამოყენებას ეცდება, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს და თვლიან, რომ მხოლოდ ერთი კაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ყველასთვის. ჩვენ ამის არ გვჯერა, ამის არც ქართველებს სჯერათ. ჩვენ ვუზიარებთ საქართველოს იმას, რაც ვისწავლეთ და ხელს ვუწყობთ, თუმცა დეტალებში იმიტომ არ ჩავდივარ, რომ ეს თავად ქართველი ხალხის გადასწყვეტია და ვხედავ, რომ ეს მათ შესანიშნავად გამოსდით“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY