Babajana LOGO

მოსკოვში საკარანტინე ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება

21 მაისს 2020 14:06ნახვები 573წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მოსკოვში საკარანტინე ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კლება დაიწყო, შესაბამისად, შესაძლებელია, ეკონომიკის თანმიმდევრული ამუშავება და ქალაქში არსებული ორგანიზაციების მუშაობის ეტაპობრივად განახლება.
შესაბამისი ბრძანების თანახმად, რომელსაც მერმა ხელი უკვე მოაწერა, 25 მაისიდან მუშაობას განაახლებს მრავალფუნქციური სახელმწიფო მომსახურების ცენტრები. ჯერჯერობით არასრული დატვირთვით მხოლოდ 88 ცენტრი იმუშავებს. 25 მაისიდან განახლდება ავტომობილების დაქირავების სერვისი. 27 მაისიდან მოსკოვიდან სხვა რეგიონებში გადაადგილებისთვის ციფრული საშვები იმოქმედებს.
მომდევნო კვირის დასაწყისიდან, სავალდებულო ხდება პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება სარკინიგზო ობიექტებზე. მოსკოვის მერი მიიჩნევს, რომ ოფისებში თანამშრომლების დაბრუნება სრული მოცულობით ჯერ ნაადრევია, ამიტომ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office