21/05/201 356 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე ხელისუფლებას - სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ვერ მოიტანს

ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა. სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ამ ცნობას ვერ მოიტანს. გაწირეთ საშიმშილოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გარდა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათისა, პარლამენტში სხვა სამთავრობო პროგრამებთან დაკავშირებით კანონპროექტი არ შესულა და ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვებია, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
|ჩვენ დღეს პირველად ვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, შეიძლება ვუწოდოთ მისი ერთი ნაკუწი, ნაწილსაც ვერ ვუწოდებთ. მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მოატყუა ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, რეალური მისი სახე გამოჩნდა აქ. აი, ესაა მთელი ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი, 150 ლარის შეღავათი იმ დასაქმებულებს, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ. აი, ამით დამთავრდა თქვენი ეკონომიკური ფილოსოფია. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ არაფერი არ მოსულა პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი არის ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვები, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, არაა კანონში ასახული და არ აქვს არც ფინანსური ბაზა.
სად არის დახმარებები, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი? დაგვისახელეთ ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც კომპენსაცია არ გაწია. როდის მიიღებს პირველ დახმარებას შიმშილის ზღვარზე მისული ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოკეტილი იყო სახლში იძულებით, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი და რომელსაც ხელისფულებისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიუღია? მე გეკითხებით მთავრობას და ფინანსთა მინისტრს, როდის მიიღებს პირველ კომპენსაციას? აქ ბიუჯეტი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა გოცირიძემ. მან მთავრობა საგარეო დახმარებების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ელოდება მთავრობისგან ბიუჯეტის წარდგენას, სადაც ფინანსური ნაწილი დეტალიზებული იქნება. რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არავითარი გეგმა და რეალური გზები არ აქვს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey