Babajana LOGO

ირაკლი ოქრუაშვილი - გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია

21 მაისს 2020 02:29ნახვები 1 005წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რაც დიდხანს გააგრძელებს „ოცნება“ რურუას დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნის ამომრჩეველს, როდესაც მას მაინც გამოუშვებს ციხიდან.
„რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: "რაც იყო, იყო". ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.
ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თქვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.
გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია. მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები, გინდა ყაჩაღები“, -აცხადებს ოქრუაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals