20/05/201 879 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

მოლდოვის პროკურატურამ ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკს $1 მილიარდის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ქვეყნის გავლენიან ოლიგარქს და პოლიტიკურ ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, ქვეყნის ბანკებიდან დიდი ოდენობის საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვის საქმეში მისი როლის გამო. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ 18 მაისს განაცხადა, რომ პლახოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თაღლითობასა და გამოძალვაში.
როგორც კი საბრალდებო დასკვნა მომზადდება და განაჩენი ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა შეეცდება მიაღწიოს ვლად პლახოტნიუკის ექსტრადირებას აშშ-იდან, - განაცხადა სტოიანოგლომ.
მოლდოვის ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა ვლად პლახოტნიუკმა, ქვეყანა დატოვა 2019 წლის ივნისში, პარლამენტში მომხდარი ძალთა გადანაწილების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა ცალკეულმა ქვეყანამ. პლახოტნიუკი დაკავშირებულია, როგორც მოლდოვაში უწოდებენ „საუკუნის ძარცვის“, 2012-2014 წლების პერიოდის სკანდალთან, როდესაც ქვეყნის უდიდესი ბანკებიდან დაიკარგა დაახლოებით მილიარდი დოლარი.
სკანდალმა დიდი მღელვარება გამოიწვია ევროპის უღარიბეს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება იძულებული გახდა 870 მილონი დოლარის საგანგებო დახმარება გამოეყო დაზარალებული სამი ბანკისთვის. მარტში რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ვლად პლახოტნიუკი აშშ-ში იმყოფება და იგი შეიძლება დეპორტირებული იქნას, მისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველზე. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY