გია ვოლსკი - ოპოზიცია ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს
ოპოზიცია საერთოდ თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია სკანდალს ეძებს.
„ნორმალური, კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი გარკვეული ფორმით თავის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს მთავარი პრობლემა - სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში,“- აცხადებს გია ვოლსკი.