Babajana LOGO

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

20 მაისს 2020 05:27ნახვები 98წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
Worldometer-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის 5002439 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 325000-ს აღემატება.
ამ დროისთვის, შემთხვევების რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოჰყვება რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ის თავდაპირველად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office