Babajana LOGO

ნათელაშვილი მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

20 მაისს 2020 04:46ნახვები 423წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დასავლელი პარტნიორების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მტკიცებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა ვერაფერი გამოასწორებს. მან განაცხადა, რომ დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და აშშ-ის ფინანსთა მინისტრს მიმართა თხოვნით, დაჩქარდეს ფინანსური და ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი საქართველოს მთავრობის წევრებისთვის. მისი თქმით, დასავლეთმა არჩევანის გაკეთების დროს ქართველი ხალხის და არა ოლიგარქის მხარეს დადგომა გადაწყვიტა. 
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დადგა არჩევანი, რომ დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, დადგებოდა ოლიგარქის მხარეს თუ ქართველი ხალხის მხარეს, დასავლეთმა აირჩია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania