Babajana LOGO

დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა კვლავ რჩება აკრძალვა, რომელიც ავტომობილით გადაადგილებას ეხება

18 მაისს 2020 01:46ნახვები 305წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე მოიხსნება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office