Babajana LOGO

პაატა იმნაძე: ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსის არსებობის - არა

16 მაისს 2020 09:10ნახვები 847წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ანატომია" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ. ვირუსი არის, ის არსად გამქრალა. ამიტომ ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ ის შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ვირუსი შემობრუნდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania