31/01/201 250 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აბაშიძე - მინისტერიალის სტრასბურგში გადატანას არ ვაპირებთ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოში მაისში თბილისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ადგილის სტრასბურგით შეცვლის საკითხს არ განიხილავს.
რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარების თხოვნით მიმართოს და ამ გზით თავი აარიდოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო ვიზიტს. თავად სერგეი ლავროვის მაისის გრაფიკი კი ჯერ დაზუსტებული არ არის. “კომერსანტი” ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ორი წყაროსგან მიიღო, მათ შორის, საქართველოს პარლამენტიდან. “კომერსანტის” ცნობით, უფრო ადრე წყარომ რუსეთის ხელისუფლებიდან მათ უთხრა:
“შანსი, რომ სერგეი ლავროვი ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს თბილისში წავიდეს, მაღალი არ არის”. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არანაირი კომუნიკაცია მინისტერიალის გადატანასთან დაკავშირებით არ ყოფილა და საქართველოს ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას არ განიხილავს.
“არ განვიხილავთ [ასეთ შესაძლებლობას], მინისტერიალი აქ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილია და არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა აბაშიძემ.
მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.
შესაბამისად, საქართველოში შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვიოს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, შიდა კანონმდებლობის გვერდის ავლით და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA