Babajana LOGO

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

15 მაისს 2020 04:01ნახვები 450წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 52 შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტთა რაოდენობა, რომელთა გარდაცვალება სხვა დაავადებამ გამოიწვია 22-ს შეადგენს.
ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 1666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 2300-ს აჭარბებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania