Babajana LOGO

ლუიზა ვინტონი - საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ პოლიტიკური კრიზისი მოაგვაროს

14 მაისს 2020 05:57ნახვები 684წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისას აუცილებელია მხარეებმა პატივი სცენ ორ მნიშვნელოვან პრინციპს - კანონის უზენაესობასა და იმას, რომ სამართლებრივი მექანიზმები არ იყოს პოლიტიზირებული. მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება თუ ეს კრიზისი სწრაფად მოგვარდება.
„საქართველო არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იმ გამორჩეული პასუხის გამო, რომელიც მან Covid-19-ის კრიზისს გასცა. რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, ორი ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მიჰყვნენ - ერთი არის კანონის უზენაესობა და მეორე ყველანაირად თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ამიტომ ყველა მხარე უნდა მიჰყვეს და პატივი სცეს ამ პრინციპებს არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიების პროცესში. საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ უკვე შეთანხმებული ფორმატით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals