Babajana LOGO

რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

14 მაისს 2020 03:05ნახვები 261წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს. შეზღუდვები დღეს, დილის 06:00 საათიდან აღარ მოქმედებს.
გუშინ გვიან ღამით, რუსთავში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟის სამუშაოები ჩატარდა. გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკ-პოსტი. პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რუსთავი, სხვა დიდი ქალაქების-თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად 15 მაისს ჩაიკეტა.
ამასთან, 18 მაისს იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania