Babajana LOGO

გია ვოლსკი - ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი ასეთ განცხადებას გააკეთებს, საქმე დეტალურად უნდა შეისწავლოს

12 მაისს 2020 11:13ნახვები 1 225წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სანამ ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი ასეთ განცხადებას გააკეთებს, საქმე დეტალურად უნდა შეისწავლოს და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. ვოლსკის თქმით, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა შესაძლებელია.
„არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ საკმაოდ პოზიტიურად არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. არსებობს გარკვეული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის დამტკიცებას კონკრეტული პიროვნებების მიმართ და ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სტრუქტურა - არც სამთავრობო, არც საპარლამენტო და არც პარტიული, რომელიც მიუთითებს, როგორ უნდა იმოქმედოს, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ გააკეთო ისეთი რევერსი, როგორსაც მოგვიწოდებენ. აქ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო ადამიანი მიმართავს სტასბურგს (ვთქვათ, „რუსთავი2“-ის თემა), სხვა მექანიზმი არ არსებობს. იმის მოთხოვნა, რომ პარტიულმა, სამთავრობო ან საპარლამენტო სტურქტურამ სასამართლოს მიუთითოს, როგორ მოიქცეს ან იუსტიციის სამინისტროს, რომ გააღოს საკნის კარები და გამოუშვას კონკრეტული პირები - არ არსებობს. არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს,“- განმარტა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals