Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება - ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია, ხომ დაგისვეს წერტილი ბატონო გახარია

12 მაისს 2020 09:03ნახვები 523წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის, ერთს საუბრობთ, საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით?! რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?!- ამ განცხადებით „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კობახიძეს მიმართა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” არ გამოუვა თაღლითობა, რასაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ეწევა“.
„მივმართავს „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! მეგობრებო, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე, თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.
არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით შეცვლით ამ მიმართულებას. ყველა ხელისუფლებამ, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა, კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს. განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლის. დამერწმუნეთ, რომ ამას არ დაუშვებს, არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ასე რომ, მარტივი საკითხია დარჩენილი.
შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ. ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი, ბატონო გახარია, რომელზეც გუშინ საუბრობდით.
მსურს მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ მოლაპარაკებებზე. ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის, ერთს საუბრობთ, საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით. იოტისოდენა სინდისი და მორალური სტანდარტი მაინც ხომ უნდა გქონდეთ. რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?! შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოთ?!
ასევე მსურს მივმართო მოსახლეობას, ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ტყუილზე, ისევე როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania