Babajana LOGO

დმიტრი პესკოვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

12 მაისს 2020 08:49ნახვები 576წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. 
როგორც რუსული მედია წერს, ბოლოს პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს. მიშუსტინის გარდა ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვასაც. 
პუტინმა 12 მაისს თქვა, რომ ახალი კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და ყველა რეგიონმა თავისი მიდგომა უნდა შეიმუშავოს. მისივე თქმით, დღეიდან არასამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის დასრულდება. მისივე განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, მუშაობა უნდა განახლდეს მშენებლობებზე, აგრარულ და ენერგეტიკის სექტორში.
პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პერიოდი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად გამოიყენა და საავადმყოფოებში ახლა მეტი ადგილია, რაც ათასობით ადამიანს გადაარჩენს. მიუხედავად მისი განცხადებისა, რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში სავალალო მდგომარეობაა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა, ცუდი პირობების გამო გაიფიცნენ ექთნები და მედპერსონალის ნაკლებობის გამო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania