Babajana LOGO

მამუკა მდინარაძე - ელჩებმა დაადასტურეს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“

11 მაისს 2020 14:42ნახვები 1 187წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადება ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ელჩები განცხადებაში ადასტურებენ იმ შინაარსს, რაც დოკუმენტშია მითითებულია და არა ინტერპრეტაციას, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმოდა.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარსს და სულისკვეთებას, რაც მითითებულია დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ისმოდა. ანუ, შინაარსსა და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება. ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე, რაც დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია და არა იმაზე, რასაც ყვებოდნენ და ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას ატყუებდნენ. ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი „კლასტერი“, მათი მხარე. შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტურად სხვას-მართლმსაჯულებაში არჩარევას და ამაზეა პირდაპირი მითითება დღეს ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც“,-განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania