Babajana LOGO

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი თვითიზოლაციაშია

10 მაისს 2020 02:31ნახვები 479წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ს თავად განუცხადა. აღსანიშნავია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  თეთრი სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. 
ცნობილია, რომ 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფაუჩიმ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 
ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 4 025 140 ადამიანი. რეიტინგში პირველ ადგილს აშშ. იკავებს 1 309 541 ინფიცირებულით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania