Babajana LOGO

დავით ბაქრაძე - ევროსაბჭოს დოკუმენტი, კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“

31 იანვარს 2020 13:49ნახვები 361წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება და საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გამოუძიებლობა.
„მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და რომელიც დღემდე ცდილობს არჩევნები მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო უკვე კომიტეტმა და რომელსაც ძალიან მაღალი ალბათობით იგივე შეუცვლელი სახით მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება ძალიან მძიმე და სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან თუ რა მოლოდინები აქვს 2020 არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვალდებულებები ეკისრება ხელისუფლებას ამ არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ბაქრაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania