Babajana LOGO

გიორგი გახარია - 75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა, 300 ათასი გმირი შეწირა დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე

09 მაისს 2020 02:23ნახვები 437წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მან მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. 75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ხალხმა, ერმა, 300 ათასი გმირი შეწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცი დიდია, მაგრამ გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ და ამასთან ერთად ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, ეს ყოველთვის უნდა გავახსენოთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს, ამიტომ პირველ რიგში ვულოცავ მათ, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და გააგრძელებს მათზე ზრუნვას”, - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania