Babajana LOGO

აშშ და იტალია რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობენ

08 მაისს 2020 04:21ნახვები 301წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ლორენცო გვერინიმ და მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც იტალიელმა მაღალჩინოსანმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთის ფედერაციას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას აშშ-ც სთავაზობს. „როიტერსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა, გუშინ სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დახმარება შესთავაზა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი დათანხმდა მის წინადადებას სასუნთქი აპარატების გაგზავნის შესახებ.
პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი დახმარებას მიიღებს „თუ ამის აუცილებლობა იქნება“.
ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსის 177 160 დადასტურებული შემთხვევით, მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office