Babajana LOGO

ომში დაღუპულთა მემორიალზე იტალიაში ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი მიაწერეს

07 მაისს 2020 11:29ნახვები 1 110წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა  მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.
„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.
მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს. მისივე თქმით, მემორიალს უახლოეს ხანში გაწმენდენ წარწერისგან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office