Babajana LOGO

მამუკა მდინარაძე - რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი

07 მაისს 2020 10:55ნახვები 595წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას.
მდინარაძის თქმით, რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი.
„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი. ამიტომ მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივზე გადავიდეს. ასევე ცინიკურია „უკვდავ პოლკზე“ საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს და ამ თემებით აპელირება მოემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქვეყანაში დისბალანსი შემოიტანოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office