Babajana LOGO

კონსტანტინ კოსაჩევი - რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან

07 მაისს 2020 08:12ნახვები 631წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა.
„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, - აღნიშნა კოსაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩართვის დროს, რომელშიც პარტია "ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.
კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის. „ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც,” - დასძინა პოლიტიკოსმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office