Babajana LOGO

მოსკოვის მერი - აშკარაა, რომ ქალაქში მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე გამოვლენილია, მათი რიცხვი შესაძლოა, 300 000 იყოს

07 მაისს 2020 07:31ნახვები 294წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ოფიციალურადაა გამოვლენილი, - ამის შესახებ ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა „რასია 24“-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ციფრი შესაძლოა 300 000 იყოს.
„აშკარაა, რომ ქალაქში მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ოფიციალურად დადგენილია. სკრინინგული კვლევებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ორი-ორნახევარი პროცენტი, რაც დაახლოებით 300 000 ადამიანია, დაავადებულია. ჩვენი ამოცანაა მათი გამოვლენა მოვახდინოთ“,-აღნიშნა მერმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში, ოფიციალურად საერთო ჯამში კორონავირუსის 177 160 შემთხვევაა გამოვლენილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office