Babajana LOGO

ანატოლი ბიბილოვი - პანიკაში ნუ ჩაცვივდებით!

07 მაისს 2020 03:20ნახვები 671წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკაში არ ჩაცვივდნენ.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, სამწუხაროდ, კოვიდ 19-მა ჩვენს სამხრეთ ოსეთს გვერდი არ აუარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად კარანტინში მყოფ პირებს ვირუსი დაუდასტურდათ. ჩემი დიდი თხოვნაა, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანიკას არ მიეცეთ. ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ, ყველა საკითხს გადავჭრით. მთავარია ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, არ დავპანიკდეთ, არამედ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და ახლობლებს,“ - წერს ბიბილოვი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს, ასევე დედასა და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდათ. შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office