30/01/201 108 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - კონგრესმენებთან ორ კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უნდა უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?!

"ჭამს რომელიმე კონგრესმენი, რომ აქედან ორი კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამერიკელი კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.
ექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ პრობლემები უნდა აღიაროს და მის გადაჭრაზე დაიწყოს მუშაობა. ამასთან, მისი განმარტებით, ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს კონსესუსის ძიებას ოპოზიციასთან.
„რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს და შანსი გაიჩინონ, რომ გადარჩნენ თვითონაც და თეორიული შანსი იმისაც დაიტოვონ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ?! - უნდა დაუბრუნდნენ საარჩევნო დღის წესრიგს. რამდენიმე საკითხია, რაზეც არანაირი გაპრავება და ვიღაცების ჩასვლა და კონგრესმენებთან ლაპარაკი არ არის საჭირო. რა სისულელეა ახლა, რაზე უნდა ჩავიდნენ, უნდა აუხსნან, რომ ბიძინას უნდოდა და ხუნდაძემ ამბოხი მოაწყო?! და ამას ჭამს რომელიმე კონგრესმენი?! როგორ წარმოუდგენიათ, იმათი პოლიტიკური კლასი და ვიღაც აქ ორ კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უნდა უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! ამას ჭამს ვინმე?! პირიქით, კიდევ უფრო შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს და კიდევ უფრო მძიმე წერილები წამოვა. შესაბამისად, უნდა აღიარონ პრობლემები და პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა დაიწყონ მუშაობა. უნდა დაუბრუნდნენ კონსესუსის ძიებას ოპოზიციასთან და მეორე, რომ შეპირდნენ საზოგადოებას, რომ 20-21 ივნისის თემაზე, ძალის გადამეტებისთვის ვიღაცები დასჯილები იქნებოდნენ, რაღაც სამართლიანობის განცდა უნდა გააჩინონ ამაზე, მართლმსაჯულების თემაზე რაღაც გადაწყვეტილებები უნდა ვნახოთ, რადგან ამ თემაზეც არის ამ წერილებში საუბარი“, - განაცხადა ხუხაშვილმა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საჭიროა, პრემიერ-მინისტრი გახდეს, რათა „იმუნიტეტი შეიძინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.
„რაც მთავარია, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს. ჩრდილოვანი მმართველობა რომ დამთავრდეს , ამისათვის ბიძინა ივანიშვილი უნდა ამოვიდეს ბუნკერიდან. ბუნკერში კაცს არაფერი ესაქმება. თუ ასეთი პატრიოტია, ქვეყანა უყვარს და მასზე ფიქრობს, ის რეალური მმართველი უნდა გახდეს. წასვლით ვერ მიდის და ამიტომ მისი ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს. იმუნიტეტი უნდა შეიძინოს. თუ ის პრემიერი არ გახდა, მას იმუნიტეტი არ აქვს, დაკარგული აქვს და ნებისმიერ დღეს მოსალოდნელია ძალიან დიდი პრობლემები, თუნდაც კეთილდღეობითი, თუნდაც პირადი უსაფრთხოების. მას სჭირდება ქვეყნის იმუნიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY