Babajana LOGO

CNN - კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს კი პუტინისთვის სახიფათო მომენტია

04 მაისს 2020 16:30ნახვები 1 198წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს კი პუტინისთვის სახიფათო მომენტია , - ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთში გასულ შაბათ-კვირას კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 24 საათიან პერიოდში ყველაზე მაღალ რიცხვს - 10 633 მიაღწია. უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ Covid-19-ის მსგავსი კრიზისი არასდროს უნახავს.
„ასეთი რამ არ მახსენდება“, -აღნიშნა მინისტრმა და აქვე განაცხადა, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.
„ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა - 46%-მა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა. პანდემიამ პოსტზე პუტინის საქმიანობის მაღალ რეიტინგებსაც დაარტყა. მარტში „ლევადა“ ცენტრმა დაადგინა, რომ პუტინის რეიტინგი 63%-მდე დაეცა. ასეთი რეიტინგი მას 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია“, - წერს CNN.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა განსაკუთრებით დაარტყა ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს, მოსკოვს, სადაც ვირუსით ინფიცირების ნახევარზე მეტი ფიქსირდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania