სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილზე უკვე გავლენიანი გერმანულენოვანი გამოცემები ალაპარაკდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემების შემდეგ, გავლენიანი გერმანულენოვანი გამოცემები ალაპარაკდნენ.
"სტატიაში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ობიექტურად ჩანს ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, ყველაზე კარგად ქვეყნის ეფექტიანობა და ქვეყნის დემოკრატია იქედან ჩანს, თუ როგორ უმკლავდება კრიზისულ ვითარებას ესა თუ ის სახელმწიფო.
"სტატიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქართული სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციას გაუმკლავდა ძალიან კარგად. ამ ყველაფრის გადაზღვევა რეალურად იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო დახმარება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ეს ადამიანი არის ის, ვინც უპრეცედენტოდ მოიქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- აღნიშნა სოფო კილაძემ.