Babajana LOGO

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი დაიღუპა

02 მაისს 2020 05:45ნახვები 390წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობა 124 054-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით, რუსეთმა გლობალურ რეიტინგში, თურქეთს გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე 53 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 222 შეადგინა.
ოფიციალური მონაცემებით, დღეის მდგომარეობით რუსეთში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 013 პაციენტი, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 107 819-ს შეადგენს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania