Babajana LOGO

ვენა-თბილისის რეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა

02 მაისს 2020 03:26ნახვები 358წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ავიაკომპანია „მაივეის“ მიერ შესრულებული ვენა -თბილისის რეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
„14 - დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. საკარანტინო სივრცეებში 5025 ადამიანია განთავსებული,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania