Babajana LOGO

წულუკიანი სენატორების წერილებზე - გასაკვირია, რომ წერილებში მცირე დოზით ან საერთოდ არ კეთდება აქცენტი ოკუპაციაზე

30 იანვარს 2020 13:11ნახვები 522წყარო: pirveliradio.geფოტო: pirveliradio.ge
გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - ეს არის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა- ასე ეხმაურება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დეკემბრის შემდეგ, განუწყვეტლივ იღებს. მათ შორის, ბოლო წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მიიღო. 
"ვხედავთ, რომ ამ წერილებში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, არის გასაკვირი ნაწილები. მაგალითად ის, რომ ზოგიერთი კონგრესმენი, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა, აკეთებს წინასწარ შეფასებებს, რაც, ჩემი აზრით, დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს. კარგი იქნება, თუ ყველა, სანამ არ დასრულდება საერთაშორისო არბიტრაჟში დავა, თავს შევიკავებთ წინასწარი განცხადებებისგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოცემულ კომპანიას ყავს ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლსაც ხელფასებს ვერ უხდის რამდენიმე თვეა და სარჩო-საბადებლის გარეშე დაურჩა.
ასევე, გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - ეს არის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოში დემოკრატიული პროცესი დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს არის,”-განაცხადა წულუკიანმა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania