01/05/202 110 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

მიჩიგანში შეიარაღებული მომიტინგეები კაპიტოლიუმში შევიდნენ

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის გაპროტესტების საბაბით შეკრებილი  მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღით შევიდნენ შტატის კაპიტოლიუმში, სადაც საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს. შტატის კანონმდებლობით, კაპიტოლიუმში იარაღის ტარება ლეგალურია, წერს BBC.
შტატის დედაქალაქში გამართულ მიტინგს ასობით ადამიანი დაესწრო. მათ პირბადეები არ ეკეთათ და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ისინი აპროტესტებდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
კაპიტოლიუმის შენობაში შესვლამდე პოლიციამ დემონსტრანტებს ტემპერატურაც გაუზომა.
„ამერიკული პატრიოტული მიტინგის“ ორგანიზაცია ადგილობრივმა „მიჩიგანის თავისუფლებისთვის ერთობამ“ ითავა. დემონსტრანტების მოთხოვნაა, მიუხედავად შეზღუდვებისა, 1 მაისიდან შტატში გაგრძელდეს ჩვეული ეკონომიკური აქტივობა.
კაპიტოლიუმის შენობაში შესულმა დემონსტრანტების ნაწილმა, როგორც BBC წერს, სხდომათა დარბაზში შესვლაც სცადა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ერთ-ერთი სენატორის განცხადებით, მის რამდენიმე კოლეგას ჯავშანჟილეტი ეცვა.
მომიტინგეებს მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც — „გაათავისუფლეთ მიჩიგანი“ ,— დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY