Babajana LOGO

გიგი უგულავა - სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!

30 იანვარს 2020 11:37ნახვები 552წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ორი ამერიკელი სენატორის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილზე ისაუბრა.
გიგი უგულავას თქმით, სენატორების წერილზე საინტერესოა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზრი.
„მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს, ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში „ფრონტერაზე“ გველაპარაკებოდა. ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და „დაპადიეზდებაზე“, არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც „ფრონტერა“ არის?! როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს. სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! მახსენდება კლასიკური ანდაზა, „უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კიდევ იძახდა წვიმა საიდან მოდისო“. აი, ასე არის ამათი საქმე. გამოვლენ და კიდევ ზღაპრებს მოიგონებებ, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიერონ იმ უფსრკულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, - განაცხადა უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania