Babajana LOGO

შვედეთი მომავლის მოდელია — WHO-ის მაღალჩინოსანი

30 აპრილს 2020 15:58ნახვები 971წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციათა პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განცხადებით, შვედეთის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოდელი დიდწილად ასახავს მოდელს, რომლის აპრობირებაც მსოფლიოს მოუწევს, თუ „გვინდა ვცხოვრობდეთ საზოგადოებებში, სადაც კარანტინი არ არის“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, არის რაღაც აღქმა, რომ შვედეთმა არ დააწესა საკონტროლო ზომები და უბრალოდ საშუალება მისცა დაავადებას, გავრცელებულიყო. სიმართლისგან უფრო შორს ვერაფერი იქნება. სხვა ყველაფერთან ერთად, შვედეთმა დააწესა ძალიან ძლიერი საჯარო პოლიტიკა სოციალური დისტანცირების, ხანგრძლივი მკურნალობის სამედიცინო განყოფილებებში. შვედეთის [გეგმის] განსხვავება ისაა, რომ ისინი დიდწილად დაეყრდნენ ნდობას მოქალაქეებთან და მათ სურვილთან და შესაძლებლობასთან, თავად მოეხდინათ ფიზიკური დისტანცირება და თვითრეგულირება. ისინი ტესტირებასაც ატარებენ და რეანიმაციული შესაძლებლობებიც გაზარდეს. მათი ჯანდაცვის სისტემა კი სულ იყო მზად, თავისი შესაძლებლობებით შესაბამისი შემთხვევების რაოდენობაზე რეაგირება მოეხდინა.
ვფიქრობ, თუ გვინდა ახალ ნორმალურ ვითარებას მივაღწიოთ, მიმაჩნია რომ დიდწილად შვედეთი წარმოადგენს მომავალ მოდელს -თუ გვინდა, რომ დავბრუნდეთ საზოგადოებაში, სადაც კარანტინი არაა“, — განაცხადა რაინმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში 30 აპრილისთვის კორონავირუსით დაავადების 21,092 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გარდაიცვალა 2586 ადამიანი, ანუ ყოველი მე-8 დაავადებული. ხოლო გამოჯანმრთელდა 1005. სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, ნორვეგიაში, დანიასა და ფინეთში სტატისტიკა ასეთია:
ნორვეგიაში დადასტურებულია 7738 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 210 ადამიანი.
დანიაში დადასტურდა 9,356 შემთხვევა, გარდაიცვალა 452.
ფინეთში დადასტურებულია 4,995 შემთხვევა, გარდაცვლილია 211 პაციენტი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania