Babajana LOGO

მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 15 ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, სამი სვანეთს, ხოლო დანარჩენი ბოლნისს

30 აპრილს 2020 02:49ნახვები 391წყარო: timer.geფოტო: timer.ge
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია.
თავად ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი კლინიკაში გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს. ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდის-ცენტრებში ამჟამად 361 პაციენტი იმყოფება.
„22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania