Babajana LOGO

ენტონი ფაუჩი - „რემდესივირის“ საერთაშორისო გამოცდას კარგი ამბები მოჰყვა, წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია

29 აპრილს 2020 16:11ნახვები 1 149წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ექიმმა, ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი პრეპარატის „რემდესივირის“ ეფექტიანობის შესახებ განაცხადა.
შესაბამისი განცხადება ფაუჩიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ექიმმა ფაუჩიმ აღნიშნა, მედიკამენტის საერთაშორისო გამოცდას „საკმაოდ კარგი ამბები” მოჰყვა.
„მან დაადასტურა, რომ წამალს შეუძლია ვირუსის ბლოკირება”, – განაცხადა ფაუჩიმ და „რემდესივირის“ გამოცდის შედეგებს „ძალიან ოპტიმისტური“ უწოდა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, პრეპარატმა შეამცირა ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდი, ასევე მცირედით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა ფაუჩის თქმით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია სტატისტიკურად ძალიან დიდი არ ყოფილა, ამიტომ შედეგები დამატებით ანალიზს საჭიროებს.
თავად დონალდ ტრამპმა ფაუჩის განცხადებას კარგი ამბავი უწოდა. მისი თქმით, ეს კარგი დასაწყისია.
როგორც „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, პრეპარატის გამოცდა 22 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მასში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა. მედიკამენტი კომპანია „გილიადის“ მიერ არის შემუშავებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania