Babajana LOGO

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

27 აპრილს 2020 04:28ნახვები 725წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 6198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადატურებულმა შემთხვევებმა 87 147 შეადგინა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსს 47 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ მონაცემით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს და ის ამ დროისთვის მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 82 830-ს შეადგენს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania