29/01/201 032 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი კონგრესმენების წერილზე - არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ჟრიამული, რაც კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით საქართველოში მოეწყო, გასაგებია.
„პოლიტიკური კონტექსტი არის და ყველა, რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე ამ წერილს პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა წერილი, რომელიც მიიღეს, არ დამალულა და მხარეთა შეთანხმებით გასაჯაროვდა.
„მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კითხვებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას - ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება, ჩვენს კოლეგებს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, რომლისაც, გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია. არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე ყველანაირ კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველაფერი არის შედარებითი. დღეს, საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყნას აქვს მთელი რიგი გეგმა ინფრასტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ. ხომ გესმით, დონორთან კონფერენცია და ფორუმი რას ნიშნავს?! ის ინფრასტრუქტურული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის“, - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,