Babajana LOGO

„გარდიანი“ - ჰონგ კონგის უნივერსიტეტის კვლევა ამტკიცებს, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოთხჯერ მაღალია

23 აპრილს 2020 04:34ნახვები 949წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge
ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველი ტალღის შედეგად, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხული 55,000 ინფიცირებულის ნაცვლად, 232,000 ინფიცირებული იყო, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
20 თებერვლისთვის ჩინეთში ახალი კორონავირუსის 55,000 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ჰონგ კონჰის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი არ ითვალისწინებს „კოვიდ-19“-ის მსუბუქ შემთხვევებს და იმ ინფიცირებულებს, რომლებიც უხანთან არ იყვნენ კავშირში.
კვლევის მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულის განმარტება შვიდჯერ შეიცვალა. პირველი რამდენიმე განმარტება არ მოიცავდა „კოვიდ-19“-ის მსუბუქ გამოვლინებებს და მათ, ვინც უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი არ იყო. როგორც ჰონგ კონგში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა განახლებული განმარტების გამოყენებით, ჩინეთში 20 თებერვლამდე დაახლოებით 232,000 ინფიცირებული დაფიქსირდებოდა.
ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 83,000 ადამიანს დაუდასტურდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania