Babajana LOGO

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას იმიგრაციის დროებით შეზღუდვის შესახებ

23 აპრილს 2020 03:31ნახვები 546წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს.
“ჩვენი დიდი ამერიკელი მუშების დასაცავად ხელი მოვაწერე განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ჩვენი ეკონომიკა კლავ გაიხსნება, უმუშვარი ამერიკელები დასაქმების რიგში პირველები იყვნენ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, იმიგრაციის აკრძალვის 60-დღიანი ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
აღსანიშნავია, რომ განკარგულება შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. მწვანე ბარათის მოპოვება სურთ. გამონაკლისი დაიშვება სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე აშშ-ის მოქალაქეების მეუღლეებისა და დაუქირინებელი, 21 წლამდე შვილებისთვის. განკარგულება არ ითვალისწინებს დროებითი ვიზის მსურველთა იმიგრაციის აკრალვას.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოს 22 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania