Babajana LOGO

აშშ-ის 4 შტატში Covid-19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

20 აპრილს 2020 06:32ნახვები 640წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
აშშ-ის რამდენიმე შტატში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა მოითხოვა. მათ შტატების გუბერნატორებს ეკონომიკის გახსნა მოსთხოვეს. აქციები გაიმართა არიზონას, კოლორადოს, მონტანას და ვაშინგტონის შტატებში. ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ზოგიერთ შემთხვევაში მომიტინგეები არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების მითითებებს და არ ეკეთათ დამცავი ნიღბები.ტრამპმა მომიტინგეებს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან და გუბერნატორების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორებმა შეზღუდვები ფედერალური მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით დააწესეს, რომელსაც თავად ტრამპი მეთაურობს. ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპი აქტიურად მოუწოდებს გუბერნატორებს, შეამსუბუქონ შეზღუდვები, როგორც კი იგრძნობენ, რომ მათი მოხსნა უსაფრთხო იქნება.
"ვნახე ეს ხალხი, ვნახე მათი ინტერვიუები. შესანიშნავი ხალხია. მათ ცხოვრება წაართვეს. მათ ჩვენი ქვეყანა უყვართ და სურთ, სამუშაოს დაუბრუნდნენ,"- თქვა ტრამპმა მომიტინგეებზე.
კოლორადოს შტატში კონტრ აქცია გამართეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა. ისინი ქუჩაში სამუშაო ფორმაში ჩაცმულები და პირბადეებით აღჭურვილები გამოვიდნენ და მომიტინგეთა მანქანებს გზა გადაუღობეს.
მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციები აშშ-ში 20 აპრილსაც გაგრძელდება. პარალელურად, ქვეყანა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 764,265 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 40,565, გამოჯანმრთელდა 71,012 ადამიანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania