Babajana LOGO

აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ჩინეთი გვატყუებდა, არ მჯერა, რომ ისინი ახლაც სანდო არიან

16 აპრილს 2020 10:12ნახვები 1 147წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის თქმით, მას სჯერა, რომ ჩინეთის მთავრობა იტყუებოდა და რეალურ ინფორმაციას არ ამჟღავნებდა კორონავირუსთან დაკავშირებით. NBC-სთან საუბარში ესპერი აღნიშნავს, რომ ჩინეთის ახლაც არ სჯერა.
„ისინი ჩვენ გვატყუებდნენ, რეალურ ინფორმაციას არ აჟღერებდნენ თავიდანვე ვირუსის შესახებ. ასე რომ, არ მჯერა, რომ ისინი ახლაც სანდო არიან“, - განაცხადა ესპერმა.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი გასული წლის მიწურულს, ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა. ის თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზრის მომუშავე რამდენიმე პირს ერთობლივად დაუდასტურდა. მსოფლიო მედია და პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს პეკინი რეალური ინფორმაციის დამალვაში. მათი თქმით, ვირუსი არა დეკემბერ-იანვარში, არამედ ნოემბერში აღმოაჩინეს და ჩინეთის მთავრობა მის რეალურ მასშტაბსა და სიმძიმეს მალავდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania