გია ვოლსკი - ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, ეს არ უნდა დავუშვათ
რეალობას თვალი გაუსწორა საპატრიარქომ, არ დაიხურება ეკლესია, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს მთავარი რამ, ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, ეს არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს და მთავრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატი აცხადებს, რომ ეკლესიაში შეკრებით დაავადების გავრცელება არ უნდა დავუშვათ. მისი თქმით, მორწმუნე ადამიანები სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია და აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს.
„პოლიტიკური შეხედულებები ამ საკითხზე საკმაოდ განსხვავებული და დაპირისპირებულია ერთმანეთთან, მაგრამ აქ პოლიტიკურ შეხედულებებს, ცალკეული პირების შეხედულებებს სასულიერო პირები იქნებიან ისინი თუნდაც, თუ სამოქალაქო პირები, არავითარი მნიშვბელობა არ აქვს თუ არ გავითვალისწინებთ მთავარ თემას -ეკლესია უნდა გადავარჩინოთ და ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა გადავარჩინოთ. ჯანმრთელობაზე არ არის აქ საუბარი მხოლოდ, აქ საუბარია იმაზე, იარსებებს თუ არ იარსებებს სახელმწიფო და დაინგრევა თუ არა არამარტო ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების, არამედ ეკონომიკური პრობლემების გამო. ეს არის რეალობა, ამ რეალობას თვალი გაუსწორა საპატრიარქომ, მოუწოდებს ყველას, არ დაიხურება ეკლესია, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს მთავარი რამ, ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ შეიქმნას ე.წ. ეკლესიის კლასტერი, არ უნდა დავუშვათ ეს, ვინაიდან ეკლესია, სარწმუნოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი რაზეც სახელმწიფო დგას და გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი - მეცნიერებაზე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელსაც იზიარებს სამოქალაქო ხელისუფლებაც და სასულიერო იერარქიაც. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ამ მიზეზით, ლიტურგიის, ეკლესიის მიზეზით, იმ მიზეზით ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარეშემო ან ეკლესიაში, მოხდეს დაავადების გავრცელება. დაუშვებელია ეს მორწმუნეთათვის, არამორწმუნეთათვის, პრაგმატული თვალსაზრისით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ეს. სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, რომელიც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალყურს, აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს და გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ.
ყველას მოვუწოდებთ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა, რომ შეიძლება არ ამხოლოდ თავის თავი, არამედ სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, უნდა დარჩეს სახლში და ეს არ არის ცოდვა, ყველა შემთხვევაში მონანიება ყველა ცოდვისა შეიძლება, გარდა იმისა, რასაც ქვია სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა და ეკლესიისთვის ზარალის მიყენება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.