16/04/201 544 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკატერინე ტიკარაძე - მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაძარში ყოფნა რისკებს ზრდის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის გავრცელება ძალიან კარგად იმართა, რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, ტრაგედია დატრიალდა ირანში, ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი გვაქვს იტალიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერდება. მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დორის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA