Babajana LOGO

ირაკლი ჩიქოვანი - ფაქტობრივად, ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით

15 აპრილს 2020 04:57ნახვები 631წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ.
"ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ კი 4 დიდ ქალაქში, თბილისში რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania